სიახლე

,,ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა” – პესკოვი

მედიაცენტრი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება კიევში 6 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს უკავშირდება და შუაღამიდან ამოქმედდება. „ნამდვილად, მსგავსი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან იქნა მიღებული. რუსეთის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა დღევანდელი შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში, კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა. ეს კიევში ამერიკელების კონტაქტებს უკავშირდება“, – აღნიშნა პესკოვმა. The post ,,ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი