სიახლე

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა

მედიაცენტრი

გორის მუნიციპალიტეტში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი სავარაუდოდ, მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. „კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ. ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია”, – წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელში. შსს-მ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. პოლიციამ მძღოლი უკვე დააკავა. The post გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი