სიახლე
უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ხიდი დაარტყეს
მედიაცენტრი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სარკინიგზო ხიდზე იერიში განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმა ვლადისლავივკასთან, ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალ ხიდზე განხორციელდა, რომელსაც რუსული მხარე სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებდა. პარალელურად, უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს მოწინააღმდეგის სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზეც. დარტყმები განხორციელდა ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მდებარე რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე, ასევე დაიბომბა სოფელ ტეპლეს მახლობლად განთავსებული საბრძოლო მასალის საწყობი. The post უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ხიდი დაარტყეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.