სიახლე

ირანი სამხრეთ კორეას აფრთხილებს

მედიაცენტრი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში ნებისმიერი სახის სამხედრო ჩართულობა ვაშინგტონის პირდაპირ მხარდაჭერად აღიქმება. თეირანის განცხადებით, მსგავს ნაბიჯებს სერიოზული შედეგები მოჰყვება. ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის 64-წლიანი მეგობრული ურთიერთობა არსებობს, თუმცა არსებულ ვითარებაში აშშ-ის პოლიტიკის მხარდაჭერა მიუღებელია. „ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც ირანელი ერი თავს იცავს აგრესიული ქმედებებისგან, სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში სხვა მხარეების ნებისმიერი ოპერატიული მონაწილეობა აგრესორი მხარის პირდაპირ მხარდაჭერად ჩაითვლება და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა ისმაილ ბაღაიმ. The post ირანი სამხრეთ კორეას აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი