სიახლე

7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა

მედიაცენტრი

7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, მიგრანტებმა სრუტე რვა ნავით გადაკვეთეს. მედიის ცნობით, ერთი ნავი ქალაქ პორტსმუთის მისადგომებთან მივიდა, სადაც ანტისაიმიგრაციო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები და დაშავდნენ პოლიციის ოფიცრები. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში გამოძიება დაიწყო. ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა ლა მანშის სრუტის გავლით ქალაქ პორტსმუთში 140 მიგრანტის ნავით ჩასვლა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, რომელიც ხელკეტებითა და ფარებით იმ სამგზავრო ავტობუსებს იცავდა, რომლებშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ. The post 7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი