სიახლე

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა

MegaTV

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა – ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს: “ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და სტიმულს მისცემს. გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს პირველ ლედის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ქუთაისის […]

პირველწყარო →

ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლას თბილისის კონსერვატორიამ საკონცერტო როიალი აჩუქა – ინფორმაციას ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლა ავრცელებს:

“ჩვენი სამუსიკო სკოლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა-თბილისის კონსერვატორიიდან საჩუქრად გადმოგვეცა საკონცერტო როიალი, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და სტიმულს მისცემს.
გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს პირველ ლედის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს, ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ კეთილ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


მსგავსი