სიახლე

ღარიბაშვილის ოჯახი გაყვანილია ქვეყნიდან და მას ისინი დასაცავი ჰყავს – ნანუკა ჟორჟოლიანი

Alia

ნანუკა ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ წერილებით და მასში ნათქვამი ამბებით ირაკლი ღარიბაშვილი ვაჭრობს, თუმცა ნაკლებად საინტერესოა, რაზე ევაჭრება ივანიშვილს. როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის ოჯახი და მისი ცოლისძმა ქვეყნიდან არიან გაყვანილები და ახლა ექს პრემიერს ოჯახი ჰყავს დასაცავი: ,,ირაკლი ღარიბაშვილი ამ ამბებით ვაჭრობს. მე ვიცი, როგორი არასწორი ფორმით მოხდა მის ოჯახთან კომუნიკაცია, […] The post ღარიბაშვილის ოჯახი გაყვანილია ქვეყნიდან და მას ისინი დასაცავი ჰყავს – ნანუკა ჟორჟოლიანი appeared first on .

პირველწყარო →

ნანუკა ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ წერილებით და მასში ნათქვამი ამბებით ირაკლი ღარიბაშვილი ვაჭრობს, თუმცა ნაკლებად საინტერესოა, რაზე ევაჭრება ივანიშვილს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის ოჯახი და მისი ცოლისძმა ქვეყნიდან არიან გაყვანილები და ახლა ექს პრემიერს ოჯახი ჰყავს დასაცავი:

,,ირაკლი ღარიბაშვილი ამ ამბებით ვაჭრობს. მე ვიცი, როგორი არასწორი ფორმით მოხდა მის ოჯახთან კომუნიკაცია, ქვემოდან აგინეს. მე ვიცი, რომ მისი ოჯახი გაყვანილია ქვეყნიდან, მისი ცოლისძმა საქართველოში აღარ იმყოფება. მას ახლა დასაცავი ჰყავს ოჯახი, მისი გადასახედიდან ასე ფიქრობს და ყველა წერილში ატყობინებს მკითხველს. ღარიბაშვილი რაღაცაზე ვაჭრობს, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, რაზე ევაჭრება ის ივანიშვილს. მთავარი დუმილი, ფაქტია, რომ უკვე დაირღვა. ახლა არის პროცესი, რასაც უნდა დაველოდოთ, რას მოივაჭრებს ღარიბაშვილი, – ამბობს ჟორჟოლიანი.

The post ღარიბაშვილის ოჯახი გაყვანილია ქვეყნიდან და მას ისინი დასაცავი ჰყავს – ნანუკა ჟორჟოლიანი appeared first on .


მსგავსი