ტრამპი კანადას სავაჭრო შეზღუდვებში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებს აანონსებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის ხელისუფლება ამერიკელი ფერმერებისა და კომპანიებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, თუ ოტავა ამერიკული ბიზნესისთვის თანაბარ პირობებს არ უზრუნველყოფს, კანადურ კომპანიებს ამერიკის სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კანადა წლების განმავლობაში ზღუდავდა ამერიკული რძის ნაწარმის გაყიდვას და ადგილობრივ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე მცირე ბიზნესის წვდომას, მაშინ როდესაც კანადური საწარმოები აშშ-ის უზარმაზარი ბაზრით შეუფერხებლად სარგებლობდნენ. „ამიერიდან, თუ თანაბარი პირობები არ იქნება, წვდომაც არ იქნება! ვავალებ სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მრავალწლიანი კონტრაქტების სისტემიდან ამოიღოს კანადური წარმოშობის პროდუქცია. ეს კონტრაქტები წელიწადში 50… The post ტრამპი კანადას სავაჭრო შეზღუდვებში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებს აანონსებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →