სიახლე

რუსულმა დრონებმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე „სტაროკოზაჩეს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. მომხდარი იერიშის გამო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც „სტაროკოზაჩეს“ გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და სასაზღვრო პროცედურები დროებით სრულად შეჩერებულია. The post რუსულმა დრონებმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი