სიახლე

ჯო უილსონი – ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა

MegaTV

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ (CCP) საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა. CCP-ის „ინვესტიციები“ ყოველთვის დამანგრეველია და მიზნად ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ისახავს. „ქართული ოცნება“ საქართველოს „ჩინეთის […]

პირველწყარო →

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ (CCP) საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა. CCP-ის „ინვესტიციები“ ყოველთვის დამანგრეველია და მიზნად ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ისახავს. „ქართული ოცნება“ საქართველოს „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ ჰყიდის“, – წერს უილსონი X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 8 სექტემბერს მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 219.5 მილიონი დოლარით, ხოლო მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია 123.5 მილიონი დოლარით.


მსგავსი