,,ომში რუსეთის დანაკარგმა 1.5 მილიონ ჯარისკაცს გადააჭარბა” – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომში რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგმა 1.5 მილიონ ჯარისკაცს გადააჭარბა. უწყების განმარტებით, აღნიშნულ სტატისტიკაში იგულისხმებიან როგორც დაღუპული, ასევე მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები. გენშტაბის ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ხაზზე 1 480-მდე რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს. გარდა ცოცხალი ძალისა, უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთის არმიამ უზარმაზარი ტექნიკური ზარალიც განიცადა. უწყების ცნობით, განადგურებულია 12 300-ზე მეტი ტანკი, 25 000-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 49 000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა და ათასობით სხვა სამხედრო აღჭურვილობა. The post ,,ომში რუსეთის დანაკარგმა 1.5 მილიონ ჯარისკაცს გადააჭარბა” – უკრაინის გენშტაბი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →