სააგენტო "პარალელი"
“როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი გამოჩნდა, მაშინვე გამიჩნდა განცდა, შეიძლება ინტუიტიური, რომ ეს იყო პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა” – ზაალ ანჯაფარიძე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს:
“როგორც წესი, არ ვახვევ თავს არავის ჩემს მოსაზრებებს, როგორც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას, რითაც სამწუხაროდ სცოდავს ბევრი. არც ახლა ვაპირებ, მაგრამ ვიტყვი, რომ როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი გამოჩნდა, მაშინვე გამიჩნდა განცდა, შეიძლება ინტუიტიური, რომ ეს იყო პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა.
ეხლა კი ვფიქრობ, რომ იმ მოვლენებმა რაც ღარიბაშვილის ჯერ პირველი, შემდეგ მეორე წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, მას განუმტკიცეს მოტივაცია, რომ პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა არის ის ბოლო ტყვია, რაც მას პოლიტიკურ მჭიდში დარჩა“, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.
“როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი გამოჩნდა, მაშინვე გამიჩნდა განცდა, შეიძლება ინტუიტიური, რომ ეს იყო პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა” – ზაალ ანჯაფარიძე
პარალელი