სიახლე

აზერბაიჯანში საბაგიროს გაწყვეტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

მედიაცენტრი

აზერბაიჯანში, შაქის რაიონის სოფელ ბაშ კელდეკში მდებარე დასასვენებელ ზონაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 8 სექტემბერს, საბაგიროს დამჭერი ჯაჭვის გაწყვეტის გამო, სკამი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რასაც ორი დამსვენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო. პირველადი ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა მიღებული მძიმე დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა. შაქის რაიონის პროკურატურამ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. The post აზერბაიჯანში საბაგიროს გაწყვეტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი