„ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც პოზიციის გამოხატვის გამო მომიწია“ – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია
2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე აქციების დროს მძიმედ დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის, საფრანგეთში ჩატარებული სამედიცინო კვლევებისა და მოსალოდნელი ქირურგიული ჩარევების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. თირქიას განმარტებით, მიღებული ტრავმების გამო მას შუბლის ძვლის რეკონსტრუქციული ოპერაცია, იმპლანტაცია და ქუთუთოს/პტოზის ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებთან ერთად, ახალგაზრდა საფრანგეთში ოპერაციის დაფინანსების პროცედურულ სირთულეებზეც საუბრობს, რაც ტრავმის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესში ნეიროქირურგის აუცილებელ ჩართულობას უკავშირდება. „ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე მაქვს თვალთან დაკავშირებული… The post „ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც პოზიციის გამოხატვის გამო მომიწია“ – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →