სააგენტო "პარალელი"
“იმისთვის რომ წარმოვიდგინოთ, რა საცოდავი მდგომარეობაა ქოცობა, საკმარისია ვიცოდეთ, რომ მათ უხარიათ გერმანიაში იმ პარტიის წარმატება, რომელიც სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებს აღიარებს” – მერაბ მეტრეველი
“ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ინტერესს თუ სიმპატიებს კონკრეტული განმარტებებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება:
“იმისთვის რომ წარმოვიდგინოთ, რა საცოდავი მდგომარეობაა ქოცობა, საკმარისია ვიცოდეთ, რომ მათ უხარიათ გერმანიაში იმ პარტიის წარმატება, რომელიც სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებს აღიარებს და მათ ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლებს აგზავნის.
სამაგიეროდ, დედას აგინებენ ბრიუსელს და ევროპული ქვეყნების იმ მთავრობებს, რომელებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ.
ღმერთმა ნუ ქნას და ის პარტია გერმანიის ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ალბათ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დმოუკიდებლობასაც აღიარებს, რადგან ყველაფერში უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს, რუსეთს და გერმანია თუ აღიარებს მათ დამოუკიდებლობას, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვება?
ჰოდა, ან გამოდით და აღიარეთ, რომ ივანიშვილმა მოგატყუათ და თქვენდა უნებურად სამშობლოს ღალატის სპირალში შეგიყვანათ, ან კიდევ პირდაპირ გვითხარით, რომ ფეხებზე გკიდიათ ქვეყანა, მისი ტეროტორიილი მთლიანობა, თქვენთვის მთავარია ბიძინას ხელისუფლებაში სამუდამოდ ყოფნა და თუ ამ საქმეს მთელ მსოფლიოში პუტინის ინტერესების გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის დანაწევრება დაჭირდა, ამაზეც თანახმა ხართ“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“იმისთვის რომ წარმოვიდგინოთ, რა საცოდავი მდგომარეობაა ქოცობა, საკმარისია ვიცოდეთ, რომ მათ უხარიათ გერმანიაში იმ პარტიის წარმატება, რომელიც სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებს აღიარებს” – მერაბ მეტრეველი
პარალელი