11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ტერორისტული აქტებიდან 25 წელი შესრულდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. გატაცებული თვითმფრინავებიდან ორი ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის „ტყუპების“ ცათამბჯენებს შეაჯახეს. მიყენებული ზიანის გამო შენობები ორ საათში ჩამიონგრა, რამაც მიმდებარე ინფრასტრუქტურის სრული განადგურება გამოიწვია. მესამე თვითმფრინავი გამტაცებლებმა პენტაგონის შენობას შეაჯახეს, ხოლო მეოთხე პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ჯამში, 11 სექტემბრის ტერაქტებს 2 977 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. The post 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →