საგამოძიებო სამსახურმა თელავის მერიის თანამშრომელი, სეს-ის ზოოვეტერინარი და ექიმი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით თელავის მერიის თანამშრომელი და სეს-ის ზოოვეტერინარი, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით კი ექიმი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკით კერძო მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე საქმეზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „სურსათის ეროვნული სააგენტოს” ზოოვეტერინარი დააკავეს, რომელმაც თანხის სანაცვლოდ ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გაასაღა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის… The post საგამოძიებო სამსახურმა თელავის მერიის თანამშრომელი, სეს-ის ზოოვეტერინარი და ექიმი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →