სიახლე

შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

მედიაცენტრი

შვეიცარიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტურისტული ავტობუსი დამცავ ბარიერს შეეჯახა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ნიდერლანდების ტურისტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლის ცნობით, ავტობუსში 48 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი ნიდერლანდების მოქალაქეა. ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა შვეიცარიის პოლიციას დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები. The post შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი