საუდის არაბეთმა „ჰუსიტების“ მიერ დაკავებული ქალაქ მოქას აეროპორტი დაბომბა
საუდის არაბეთმა იემენში „ჰუსიტი“ ამბოხებულების მიერ დაკავებული ქალაქ მოქას აეროპორტი დაბომბა. პარალელურად, ოფიციალური თეირანი საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ირანმა ერ-რიადს მოუწოდა, შეწყვიტოს ამბოხებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული პორტებისა და აეროპორტების ბლოკადა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე საპორტო ქალაქი დუბაბი დაიკავეს. მედიის ცნობით, ისინი უკვე უახლოვდებიან სრუტის გასწვრივ მდებარე სანაპირო ქალაქებზე სრულ კონტროლს და ცდილობენ, იემენის წითელი ზღვის მთელი სანაპირო ზოლი ხელში ჩაიგდონ. The post საუდის არაბეთმა „ჰუსიტების“ მიერ დაკავებული ქალაქ მოქას აეროპორტი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →