სიახლე
რას წერს თბილისში მოკლული ბიჭის დეიდა
მედიაცენტრი
2 დღის წინ, ლოტკინის დასახლებაში, 17 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მოკლული მოზარდი დათო ნარიმანიძეა. მოკლული ბიჭის დეიდა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „ჩემოო. როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება დეი. ავკუწავ შენზე ხელის ამწევს. ჩემო ლამაზო ბიჭოო“, – წერს დეიდა. The post რას წერს თბილისში მოკლული ბიჭის დეიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.