სიახლე

რუსეთის სამარისა და როსტოვის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა

მედიაცენტრი

რუსეთის სამარისა და როსტოვის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატსა და როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში აფეთქებების ხმა ისმოდა. „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ქალაქ ტოლიატში დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი „კუიბიშევ აზოტის“ ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა. დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც. ასევე, „ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, ტაგანროგში დარტყმა აეროდრომზე განხორციელდა, სადაც განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 708-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკი. The post რუსეთის სამარისა და როსტოვის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი