სიახლე

,,მაიამიში ,,დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია” – პესკოვი

მედიაცენტრი

,,მაიამიში ,,დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ნიუ-დელიში საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბარში განაცხადა. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მაიამიში ,,დიდი ოცეულის” სამიტზე წავიდეს და პუტინს შეხვდეს, თუ ისიც მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. პესკოვმა კი ასეთი შესაძლებლობა თავიდანვე უარყო და მას ,,შეუძლებელი” უწოდა. მედიის თანახმად, ამ მომენტისთვის არ არსებობს მაიამიში დეკემბერს დაგეგმილ ,,დიდი ოცეულის” სამიტზე პუტინის მონაწილეობის ოფიციალური დასტური. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორივე ლიდერის მოწვევის შემთხვევაში ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის. The post ,,მაიამიში ,,დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი