სიახლე

“ამისთვის ღირდა თურმე სიცოცხლე, ასეთი დიდი სიყვარული და სითბო რომ მეგრძნო” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ამისთვის ღირდა თურმე სიცოცხლე, ასეთი დიდი სიყვარული და სითბო რომ მეგრძნო” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი ცნობილი პედიატრი, აკადემიკოსი გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი ციხიდან მორიგ ემოციურ წერილს აგზავნის, სადაც პუნქტობრივად განიხილავს კონკრეტულ საკითხებს, გეგმებს, საუბრობს დავალებებზე, მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და თავის მხრივ მხარდაჭერას უცხადებს სხვებს: “წერილს დავიწყებ სამადლობელით, რომელიც ეკუთვნის ყველას, ვინც მგულშემატკივრობს და შინაგან ძალას მმატებს. მაპატიეთ ყველას სახელებს ვერ ჩამოვთვლი, იმდენად ბევრნი ხართ, ვინმე გამომრჩება, გული დამწყდება და ჩემს […] “ამისთვის ღირდა თურმე სიცოცხლე, ასეთი დიდი სიყვარული და სითბო რომ მეგრძნო” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ამისთვის ღირდა თურმე სიცოცხლე, ასეთი დიდი სიყვარული და სითბო რომ მეგრძნო” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრი, აკადემიკოსი გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი ციხიდან მორიგ ემოციურ წერილს აგზავნის, სადაც პუნქტობრივად განიხილავს კონკრეტულ საკითხებს, გეგმებს, საუბრობს დავალებებზე, მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და თავის მხრივ მხარდაჭერას უცხადებს სხვებს:

“წერილს დავიწყებ სამადლობელით, რომელიც ეკუთვნის ყველას, ვინც მგულშემატკივრობს და შინაგან ძალას მმატებს. მაპატიეთ ყველას სახელებს ვერ ჩამოვთვლი, იმდენად ბევრნი ხართ, ვინმე გამომრჩება, გული დამწყდება და ჩემს თავზეც გავბრაზდები. ყველას გეხვევით, გულში გიკრავთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ამისთვის ღირდა თურმე სიცოცხლე, ასეთი დიდი სიყვარული და სითბო რომ მეგრძნო.

ეხლა დავალებები:

1. როგორც ვიცით, ვუშვებთ ერთ გაზეთს, ორ ქართულ და ინგლისურენოვან ჟურნალს, ასევე ორ ინგლისურენოვან ჟურნალს, რომელიც ჩინეთში იბეჭდება. სარედაქციო კოლეგიას ვთხოვ და შევახსენებ:
ა) გაზეთი აუცილებლად გამოვა დეკემბერში და ის მიეძღვნება პროფ. ი. კვაჭაძის 100 წლის თავს;
ბ) გამოვა ორივე ქართულ-ინგლისური ჟურნალი: „ბავშვთა კარდიოლოგია“ და „სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია“. ვიმუშაოთ სტატიების მიღება-არჩევაზე;
გ) 2027 წელს ჩინეთში დაიბეჭდება ორი ჟურნალი.

შეგახსენებთ რომ, 2026 წლის ჟურნალები უკვე დაბეჭდილია და ჩვენთვის განკუთვნილი ეგზემპლარები მალე თბილისში იქნება.

ეს რაც შეეხებოდა იმ ჟურნალებსა და გაზეთს, რომლის მთავარი რედაქტორი ვარ მე (იხ. www.sppf.info).

მივმართავ სარედაქციო კოლეგიის უკლებლივ ყველა წევრს, მიიღეთ თხოვნადაც და დავალებადაც.

2. „საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიას“ მივმართავ თხოვნით – შემდეგი შეხვედრის დროს, განსახილველად დააყენოს 2026 წლის ბოლოს, სხვადასხვა მიმართულებებში გამოსაცხადებელი კონკურსების საკითხები. აქვე დიდი მადლობა აკადემიის ყველა წევრს ასეთი მხარდაჭერისთვის. გეხვევით და გიხუტებთ გულში;

3. დაჩქარდეს ჩვენი ორტომეულის – „ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიის საფუძვლების“ დაკაბადონების საკითხი. არ უნდა შეფერხდეს წიგნის დასრულების ტემპი;

4. როგორც ზემოთ აღვნიშნე, წლის ბოლოს ჩატარდება მორიგი „საერთაშორისო კონფერენცია“, რომლის სექციებისთვისაც მზადება აუცილებლად უნდა დავიწყოთ .

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩემთან შემოსული იყო მამა გიორგი, რომელთან გატარებულმა საათებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მთავარია გწამდეს ღმერთის და გიყვარდეს შენი სამშობლო. სამშობლოს სიყვარულს განზომილება არ აქვს.

მართალია გლდანის ციხეში ვარ, D-3 საკანში, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მე თქვენთან ვარ, აქვე, უბრალოდ ვერ გხვდებით.

იცოდეთ, ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხართ. გიგზავნით დღევანდელ ნახატსაც. არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ, მაგრამ მერწმუნეთ, სული და გული მაქვს მასში ჩადებული. გეხვევით სულ ყველას.

P.S. დოქტორანტებს:
1. ვინც ელოდებით „აკადემიური დოქტორის“ ხარისხს – წარმატებები მათ;
2. ვინც ბოლო კურსზეა – ამ ტემპით განაგრძოს;
3. მომავალ დოქტორანტებს და რეზიდენტებს კი წარმატებები სამომავლოდ“, – გიორგი ჩახუნაშვილი.
გლდანის ციხე, D-3 საკანი
20.08.2026წ.

“ამისთვის ღირდა თურმე სიცოცხლე, ასეთი დიდი სიყვარული და სითბო რომ მეგრძნო” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი
პარალელი


მსგავსი