ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საბაკალავრო თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ განახლებული ელექტრონული ბუკლეტი – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ვაკანტური ადგილების, სწავლის საფასურისა და მინიმალური კომპეტენციის ზღვრების შესახებ. რეგისტრაციისთვის აბიტურიენტები უნდა ეწვიონ სარეგისტრაციო პორტალს (online.naec.ge) და გაიარონ ავტორიზაცია პირადი მონაცემებით. მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი, თუმცა ძირითად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს, ასევე მათ, ვინც… The post ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან იწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →