სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სანქციები დაუწესდა მისი ადმინისტრაციის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს. უკრაინული მედიის ცნობით, შეზღუდვები სულ 10 ფიზიკურ პირს შეეხო, რომლებსაც დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაში, ასევე აგრესიის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი. ამავე პაკეტით სანქციები დაუწესდა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკთან“ დაკავშირებულ 29 კომპანიასა და ამდენივე ფიზიკურ პირს. იულია მენდელმა, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას 2019-2021 წლებში იკავებდა და შემდგომში ზელენსკის ადმინისტრაციის აქტიური კრიტიკოსი გახდა, მან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა. The post ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი