,,გვინდა დავიწყოთ მოლაპარაკებები კანადასა და ევროკავშირს შორის უნიკალური ალიანსის შექმნაზე” – კარნი
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირის წევრობას არ გეგმავს, თუმცა სურს დაიწყოს მოლაპარაკებები მხარეებს შორის უნიკალური ალიანსის შექმნის თაობაზე. კარნიმ ხაზი გაუსვა კანადასა და ევროპას შორის არსებულ საერთო ღირებულებებსა და გეოპოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. „ჩვენ არ ვცდილობთ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. გვინდა, დავიწყოთ მოლაპარაკებები კანადასა და ევროკავშირს შორის უნიკალური ალიანსის შექმნის თაობაზე. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც მსოფლიო უფრო საშიში და დაყოფილი ხდება და ასეთ ვითარებაში მეგობრებმა ერთმანეთის გვერდით დგომა უნდა შეძლონ“, – განაცხადა მარკ კარნიმ. აღნიშნული განცხადებით კარნი Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას… The post ,,გვინდა დავიწყოთ მოლაპარაკებები კანადასა და ევროკავშირს შორის უნიკალური ალიანსის შექმნაზე” – კარნი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →