სააგენტო "პარალელი"
“1993 წლის ახალი წელი ოჩამჩირეში სანგარში მაქვს გატარებული” – გიორგი ბარამიძე
სასამართლო პროცესზე ემოციური განცხადება გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ და ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ომში მის მონაწილეობაზე:
“ძალიან მეუხერხულება ახლაც, რომ მიწევს ჩემს თავზე ლაპარაკი, რომ მე არ ვარ დასაჭერი, მე არ ვარ სამშობლოს მოღალატე…
მე ვამაყობ, რომ ერთი რიგითი ადამიანი ვიყავი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა ჩვენი მტრის წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში ჩვენს ბიჭებთან ერთად იყო, როდესაც კიევს ჰქონდა საფრთხე და მომდგარი იყო მტერი კიევთან და ვამაყობ, რომ იქაც რიგითი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ ვიყავი ძალოვანი უწყების მინისტრი.
ბევრმა ისიც არ იცის, რომ ტყვეების გაცვლით ვიყავი დაკავებული და 1993 წლის ახალი წელი ოჩამჩირეში სანგარში მაქვს გატარებული“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
“1993 წლის ახალი წელი ოჩამჩირეში სანგარში მაქვს გატარებული” – გიორგი ბარამიძე
პარალელი