,,როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება” – პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე
თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა – ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, საპროცესო გარიგება არ ნიშნავს ბრალის შემცირებას. „საპროცესო გარიგების ბუნება ასეთია – როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება. ბრალი არის ბრალი. უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა – ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, არამედ სასჯელის შემცირებისთვის და… The post ,,როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება” – პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →