,,მატარებელზე თავდასხმა აჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი გახდა პუტინი” – მარკ რუტე
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე პოლონეთის საზღვართან, სადგურ იაგოდინზე სამგზავრო მატარებელზე რუსეთის იერიშს გამოეხმაურა. რუტეს განცხადებით, აღნიშნული თავდასხმა ვლადიმერ პუტინის სასოწარკვეთილებაზე მიუთითებს და ნატო-ს პასუხი უკრაინისთვის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდა იქნება. „გუშინ უკრაინაში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, თუ რაოდენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია პუტინი. მას ჰგონია, რომ შეუძლია, ხელი შეგვიშალოს უკრაინის მხარდაჭერაში და შეარყიოს ჩვენი ერთიანობა. ის ცდება. ჩვენი პასუხია უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა… ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული ინჩის დასაცავად“, – განაცხადა მარკ რუტემ. The post ,,მატარებელზე თავდასხმა აჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი გახდა პუტინი” – მარკ რუტე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →