
“ქართული ოცნება” საკონსტიტიციოსგან გახარიას პარტიის აკრძალვასაც მოითხოვს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
“ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, ყველამ კარგად იცის, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი, რიგი ე.წ პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება გახარია-საქართველოსთვის პარტია.
შეიძლება, გაჩნდეს კითხვები, რატომ მაშინ არა… პასუხი არის ძალიან მარტივი – ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, შემოვიდნენ პარლამენტში, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მივეცით შანსი, რომ ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში.