სიახლე

,,ყოფილ მეუღლეს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა და თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა” – შსს

მედიაცენტრი

თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა. სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 11-150-ე და 11-151-ე… The post ,,ყოფილ მეუღლეს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა და თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა” – შსს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი