სიახლე
ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს
მედიაცენტრი
ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეფრენილი დრონი ქალაქ კაუნასთან ჩამოაგდეს. ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოკავშირეებს ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობას უხდის. „დრონი, რომელიც ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შევიდა, ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. მადლობას ვუხდი მოკავშირეების პერსონალს ოპერატიული რეაგირებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების ფონზე, მსგავსი მზადყოფნა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს გიტანას ნაუსედა. The post ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.