სიახლე
რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო მაშხალები ისროლა
მედიაცენტრი
ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში, დანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რუსულმა ფრეგატმა დანიის საჰაერო ძალების ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო გასროლა განახორციელა. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი რუსულ ხომალდს ფოტოებს უღებდა. დანიური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა გასროლამ ვერტმფრენს უშუალო სიახლოვეს ჩაუარა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დანიის თავდაცვის მინისტრმა მომხდარს სერიოზული ინციდენტი უწოდა, ხოლო ქვეყნის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი განმარტებების მისაცემად უკვე დაიბარა. The post რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო მაშხალები ისროლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.