სიახლე

აშშ-მა დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა

მედიაცენტრი

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღის განთავსება. მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონმა კოსმოსში შეტევითი შესაძლებლობების ფლობა აღიარა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მეინკმა საჰაერო, კოსმოსურ და კიბერკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორბიტაზე იარაღის განთავსება აშშ-ის ძალების დასაცავად და მზარდ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად აუცილებელია. მან არ დააკონკრეტა იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და ორბიტაზე გაგზავნის ზუსტი დრო. „კოსმოსური კონტროლი მოიცავს კოსმოსური დომენის კონკურენციისა და კონტროლისთვის საჭირო მისიის არეალებს, რათა მოწინააღმდეგის შესაძლებლობებზე გავლენა მოახდინოს ჩაშლის, დეგრადაციის და, საჭიროების შემთხვევაში, განადგურების გზითაც კი. ეს შესაძლებლობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეტევითი და თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნა… The post აშშ-მა დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი