,,ფინეთმა უკრაინას თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს” – სტუბი
,,უკრაინა მომავალი ზამთრისთვის ემზადება და ესაჭიროება ნებისმიერი მხარდაჭერა, რომლის გაწევაც შეგვიძლია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,დღეს ფინეთმა მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვითი საშუალებების რიგით 34-ე პაკეტის გამოყოფის თაობაზე, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს. პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მოითხოვა. უკრაინა თავდაცვითი ბრძოლის მეხუთე წელიწადშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან, ეს მორალურად სწორია, და ვინაიდან ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ეხება – და, შესაბამისად, ფინეთის უსაფრთხოებასაც”, – წერს სტუბი. The post ,,ფინეთმა უკრაინას თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 290 მილიონ ევროს შეადგენს” – სტუბი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →