ბულგარეთი „შუა დერეფნის“ შესახებ რეგიონულ სამიტს უმასპინძლებს
ბულგარეთი „შუა დერეფნის“ პროექტის შესახებ რეგიონული დაკავშირებადობის სამიტს უმასპინძლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი საერთაშორისო ინიციატივა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან. პროექტის ფარგლებში ევროკავშირი 12 მილიარდ ევრომდე კერძო და საჯარო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინიციატივის მთავარი მიზანია 2030 წლისთვის სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების სამჯერ გაზრდა და ტვირთების ტრანზიტის დროის მნიშვნელოვნად შემცირება. „დღეს ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტის გამოცხადება შემიძლია. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპის ბაზართან პირდაპირ დააკავშირებს – რასაც ჩვენ შუა… The post ბულგარეთი „შუა დერეფნის“ შესახებ რეგიონულ სამიტს უმასპინძლებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →