სიახლე

,,თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს ძალიან ხანმოკლე ომი იქნება“ – ლავროვი

მედიაცენტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ევროპაზე თავდასხმის ინტერესი არ აქვს, თუმცა ევროპის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში საპასუხო მოქმედებები მკვეთრი იქნება. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ომისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ განცხადებები უშუალოდ ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ისმის. მისივე თქმით, კონფრონტაცია მოსკოვის მეთოდს არ წარმოადგენს, რაც რუსეთის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არაერთხელ აღუნიშნავთ. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. ამის ინტერესი არ გვაქვს. მაგრამ, თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს სრულიად სხვაგვარი და ძალიან ხანმოკლე ომი იქნება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. The post ,,თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, მაშინ ეს ძალიან ხანმოკლე ომი იქნება“ – ლავროვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი