17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის ექსპერტიზა სტანდარტული პროცედურაა და მკვლელობის ყველა საქმეზე ინიშნება, რათა პროცესუალურად ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხოს. „მკვლელობის ყველა საქმეზე ინიშნება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ეს საქმეც არ არის რამე ფორმით გამონაკლისი. იმისათვის, რომ ყველანაირი ეჭვი გამოირიცხოს, ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზის დანიშვნა მოხდა“, – განაცხადა პროკურორმა. The post 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →