,,აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება ENKA-ს საქმეზე პროცესუალურია და გასაჩივრდება” – ბექა ძამაშვილი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განმარტებით, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება თურქულ კომპანია ENKA Renewables-თან დაკავშირებით მხოლოდ პროცესუალურ მხარეს შეეხებოდა და ის გასაჩივრებას ექვემდებარება. მინისტრის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს მთავრობას 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ძამაშვილის თქმით, საქმე ეხება 2024 წელს პარიზის არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას პარიზის სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და საბოლოო ვერდიქტი წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. ძამაშვილის განმარტებით, კომპანია ENKA-მ პარიზში პროცედურების დასრულებას არ დაელოდა და პარალელურად სცადა აშშ-ში ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება, ვაშინგტონის სასამართლომ კი მხოლოდ იმაზე… The post ,,აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება ENKA-ს საქმეზე პროცესუალურია და გასაჩივრდება” – ბექა ძამაშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →