ალექსანდრე თოფურია ბრუნდება
ალექსანდრე თოფურია ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, „ელ კონკისტადორი“ 21 ნოემბერს, დოჰაში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებს. ალექსანდრეს მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება. 22 წლის მექსიკელს კარიერაში ცხრა ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 1 წაგებაა. ლუნამ UFC-ში სამჯერ იჩხუბა: ქუანგ ლე და ანჯელ პაჩეკო დაამარცხა, ბოლო ორთაბრძოლაში კი ბრაის მიტჩელთან მახრჩობელა ილეთით წააგო. ლუნას 3 ჩხუბი ნოკაუტით აქვს მოგებული, 4 ორთაბრძოლაში მტკივნეული/მახრჩობელა ილეთით იმარჯვა, ხოლო ერთხელ – მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ალექსანდრეს, თოფურია UFC-ში მესამედ იასპარეზებს. წინა ორ ბრძოლაში მან კოლბი თიქნესსა და ბეკზატ ალმახანს მოუგო. ცნობისთვის, „ელ კონკისტადორს“ კარიერაში… The post ალექსანდრე თოფურია ბრუნდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →