გერმანია ლატვიაში Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლებს განათავსებს
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ლატვიაში Eurofighter-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მცირე კონტინგენტს გაგზავნის, რათა 3 ოქტომბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ლატვიის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოს. გერმანიის თავდაცვის უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის მთავრობის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე მიიღეს. „ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევის ფონზე ლატვიის მთავრობამ მოკავშირეებს დახმარების თხოვნით მიმართა, რათა საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჰაერო სივრცის დაცვა უზრუნველყოს“, – აღნიშნულია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. The post გერმანია ლატვიაში Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლებს განათავსებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →