სიახლე

,,ყარაბაღში გამარჯვებამ რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ჩაუყარა საფუძველი” – ალიევი

მედიაცენტრი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღში მოპოვებულმა გამარჯვებამ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შექმნა და საფუძველი ჩაუყარა ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზაციას. აზერბაიჯანის ლიდერის შეფასებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული მარშრუტი რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „ამ გამარჯვებამ ასევე საფუძველი ჩაუყარა ისეთი ისტორიული „კარიბჭის“ შექმნას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკურად, ლოგისტიკურად და სტრატეგიულად დააკავშირებს. ეს არის ზანგეზურის დერეფანი. ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და მადლიერებას გამოვხატავ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ, ჩვენი გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. აზერბაიჯანელი ხალხი ამ ინიციატივებს დიდი გულისხმიერებითა და მადლიერებით ხვდება“, – განაცხადა ალიევმა. The post ,,ყარაბაღში გამარჯვებამ რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ჩაუყარა საფუძველი” – ალიევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი