სიახლე

,, ჩვენმა რუსმა ამხანაგებმა უნდა გაიგონ თუ რაზე მიდიან, როდესაც გვემუქრებიან“ – რადოსლავ სიკორსკი

მედიაცენტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში პოლონეთის სახელმწიფოებრიობა რამდენიმე დღეში შეწყდება. სიკორსკის განმარტებით, კრემლის წარმომადგენლები და პოლონეთს ბირთვული კონფლიქტით უკვე ორი ათწლეულია ემუქრებიან. მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული შეიარაღების კუთხით რუსეთს უპირატესობა აქვს, მოსკოვმა უკრაინასთან კონფლიქტში ამ ფაქტორის გამოყენება ვერ შეძლო. „ჩვენმა საბჭოთა და ახლა უკვე რუსმა ამხანაგებმა უნდა გაიგონ ძალთა ბალანსი, ასევე უნდა გაიგონ, რაზე მიდიან, როდესაც გვემუქრებიან. თუ რუსეთს შეეძლო ამ ომის ბირთვული შანტაჟით მოგვარება, ის ამას უკვე გააკეთებდა” – განაცხადა სიკორსკიმ. The post ,, ჩვენმა რუსმა ამხანაგებმა უნდა გაიგონ თუ რაზე მიდიან, როდესაც გვემუქრებიან“ – რადოსლავ სიკორსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი