შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. კრისტერსონი მას შემდეგ გადადგა რაც, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკის დამარცხება დაადასტურა. არჩევნებში გამარჯვება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით მოქმედმა მემარცხენე-ცენტრისტულმა ბლოკმა მოიპოვა – სხვაობამ 50 359 ხმა შეადგინა. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ ახალ პარლამენტში 176 ადგილი მოიპოვა, ხოლო კრისტერსონის კოალიციასა და ულტრამემარჯვენე „შვედ დემოკრატებს“ 173 მანდატი ერგოთ. The post შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →