ე.წ. მეორადი ჩარიცხვებისთვის პროგრამების არჩევის ვადა დღეს იწურება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებისთვის, დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. გამოცდების ცენტრის განმარტებით, პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ,,აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები. შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან… The post ე.წ. მეორადი ჩარიცხვებისთვის პროგრამების არჩევის ვადა დღეს იწურება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →