,,ევროპა კიდევ ერთ ენერგეტიკულ კრიზისში შედის” – ჩეხეთის ვიცე-პრემიერი
ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა და მრეწველობის მინისტრმა, კარელ ჰავლიჩეკმა განაცხადა, რომ ევროპა კიდევ ერთ ენერგეტიკულ კრიზისში შედის. ჰავლიჩეკის თქმით, კრიზისს ჯერჯერობით ფასებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა უახლოეს თვეებში ენერგიის ხარჯები გაიზრდება. მისივე განცხადებით, ჩეხეთი ევროკავშირში მოკავშირეებს ეძებს სტაბილიზაციის ღონისძიებების დასანერგად. ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბირჟებზე ენერგომატარებლების ფასების მიმდინარე ზრდაზე და აღნიშნა, რომ ევროპაში ენერგიის ფასები მსოფლიოს სხვა ნაწილებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. ერთ-ერთ მიზეზად მან ე.წ. სარეზერვო წყაროების სისტემა დაასახელა, რომელიც ელექტროენერგიის ფასზე ფუნდამენტურ გავლენას ახდენს. ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს დახმარების გაწევას იმ დარგებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში არსებული… The post ,,ევროპა კიდევ ერთ ენერგეტიკულ კრიზისში შედის” – ჩეხეთის ვიცე-პრემიერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →