სიახლე
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
მედიაცენტრი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნუკრიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების თქმით, გაჩერებულ „ფორდის” მარკის გადამზიდს ტვირთავდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის სატვირთო შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ „ფორდთან“ მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი 50 წლის მამაკაცია, მეორე კი 30 წლამდე. ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. The post სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.