სააგენტო "პარალელი"
“თქვენი შვილებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და თქვენ, მათი მომავალი, ზიზღს და მონურ მორჩილებას გადააყოლეთ!” – ნანკა კალატოზიშვილი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაფიქსირებულ ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მიმართავს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი:
“ქვეყანაში, სადაც ბავშვები არაა პრიორიტეტი, მათი სწავლა, განვითარება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, აი ამ ქვეყანაში, ვიღაცეები კიდე ეპოტინებიან რაღაც პარტიას და ამასობაში, საკუთარი შვილების მომავალიც კი გაწირეს.
აი ესეთი ხალხი, მერე დამიწერს რაღაც ბოდვას და ჩათვლის, რომ მისი აზრი ჩემთვის შეიძლება იყოს ფასეული და მნიშვნელოვანი. თქვენი შვილებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და თქვენ, მათი მომავალი, ზიზღს და მონურ მორჩილებას გადააყოლეთ!” – წერს ნანკა კალატოზისვილი სოციალურ ქსელში.
“თქვენი შვილებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და თქვენ, მათი მომავალი, ზიზღს და მონურ მორჩილებას გადააყოლეთ!” – ნანკა კალატოზიშვილი
პარალელი