მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა. მედიის ცნობით, თავდასხმამ ლოგისტიკურ ტექნოლოგიურ პარკ ,,სოფინოსა” და კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. „გუშინდელი დღიდან, საერთო ჯამში, 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, აქედან 450 მოსკოვს უახლოვდებოდა“, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. მისი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩაშლა სცადა, თუმცა უშედეგოდ. სობიანინის ინფორმაციით, რამდენიმე დრონმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია და ერთ-ერთი საცხოვრებელ შენობას მოხვდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ რეგიონში დრონებით მასშტაბურ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე… The post მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →