,,რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით” – პუტინი
,,რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით”, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ,,პრეზიდენტს” მარატ კამბოლოვს ,,რესპუბლიკის დღეს” ულოცავს. მისი თქმით, მოსკოვი და ცხინვალი ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით და ურთიერთობენ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე. ,,ასევე, მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო დახმარების გაწევას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაწყვეტაში”, – აღნიშნულია წერილში. შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდა, რომელშიც, ე.წ. “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, ხმების 84.95%-ით მარატ კამბოლოვმა გაიმარჯვა. The post ,,რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით” – პუტინი appea…
პირველწყარო →